ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ჩრდილების ჰოროსკოპი


ჩრდილების ჰოროსკოპი

ჩვეულებრივი ჰოროსკოპის გარდა, ყველას კიდევ ერთი ასტროლოგიური ნიშანი აქვს, რომელიც პიროვნების ბნელ მხარეს ხსნის. 8 იანვარი - 12 თებერვალი კენტავრი სანახევროდ ადამიანია, სანახევროდ კი ცხენი. ამიტომ, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებში, ცხოველური მხარე დომინირებს. კენტავრებს უჭირთ სიბრაზის, შიშისა და სექსუალური სურვილების კონტროლი. ისინი დამოუკიდებლები არიან და ემოციების ხმას უფრო ხშირად უსმენენ, ვიდრე გონებას. 13 თებერვალი - 18 მარტი ეს ფრთიანი მითოლოგიური არსება, სასიკვდილო ბრჭყალებით, შურისძიების სიმბოლოა. ადამიან-ჰარპიას ძალიან უჭირს პატიება. მას დიდი ხანი მიჰყვება წყენა, შური და სიბრაზე. მას სიამოვნებას ანიჭებს მისი მტრების წარუმატებლობა და უბედურება. 19 მარტი-24 აპრილი როგორც ლეგენდარული ფრთიანი ცხენი, ადამიანი-პეგასებიც დანარჩენი ადამიანების თავს ზემოთ დაფრინავს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან ამაყები არიან. მათ სჯერათ, რომ იმაზე ბევრად უკეთესი ცხოვრებისთვის არიან დაბადებული, ვიდრე აქვთ. მათ სძულთ რუტინული სამუშაო. 25 აპრილი - 30 მაისი სამთავიანი ძაღლი, რომელიც მკვდართა საუფლოს კარიბჭეს იცავს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ფეთქებადი ხასიათი აქვთ. ისინი მზად არიან შუაზე გაგლიჯონ ნებისმიერი, ვინც მათ გააბრაზებს. თუ ის თავს შეიკავებს, გამუდმებული სტრესით დაიტანჯება. ამიტომ, მისთვის აუცილებელია, დროდადრო ემოციების გამონთავისუფლება. 31 მაისი - 3 ივლისი ამ ადამიანებს სექსის სურვილი მართავს. მამაკაცი სატირები საოცარი მექალთანეები არიან, ქალები კი მიდრეკილნი არიან, სხვების ოჯახებში შეჭრისა და დანგევისკენ. მათ ნაკლებად მოსწონთ თავისუფალი პარტნიორი. 4 ივლისი - 10 აგვისტო უძველეს მითოლოგიაში, ზღვის ნიმფა, ცნობილი, როგორც სირენა, თავისი ლამაზი ხმით იტყუებდა მეზღვაურ მამაკაცებს. ადამიან-სირენებს ეხერხებათ მამაკაცებით მანიპულირება. 11 აგვისტო - 15 სექტემბერი გრიფონი ნახევრად ლომია, ნახევრად არწივი. ის მებრძოლი, ძლიერი და შეუპოვარია. ძველად, ადამიანი-გრიფონები მონაწილეობას იღებდნენ ალქაჯებზე ნადირობაში და მსგავს რეპრესიებში. 16 სექტემბერი - 22 ოქტომბერი მითიური პერსონაჟი მრავალი სახით. ხშირად, მას თხის, ლომის და გველის სახეებით გამოსახავენ. როგორც ქიმერა, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მლიქვნელები არიან და „ნიღბებს“ ატარებენ. 23 ოქტომბერი - 30 ნოემბერი ცივი, ეშმაკი და წინდახედული სფინქსი ცდილობს სხვებს აჯობოს. ის მიჯაჭვულია მატერიალურ მხარესთან. ცხოვრებაში ხელს უშლის სიჯიუტე და ჭორების გავრცელების სიყვარული. 1 დეკემბერი - 7 იანვარი ადამიანი ხარის თავით - მინოტავრი თავისი ცხოველური არსის მონაა. ის დაბადებულია, რომ ჯოგის ნაწილი იყოს და არა ლიდერი. მას უჭირს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. ის სხვის მინიშნებებს ასრულებს. მას ხელს უშლის აზარტულობა და მიდრეკილება ყველაფრის გაზვიადებისკენ. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია