- მარტი 28, 2025
დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს
- მარტი 17, 2023
- , პოლიტიკა
დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები საღამოს 11 საათიდან ეძებდნენ. თვითმხილველების თქმით, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, მოზარდი მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ გოგონასთვის გულის ამუშავებას, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. წყარო: inforustavi