ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

დაკარგული ჯარისკაცი იპოვეს


დაკარგული ჯარისკაცი იპოვეს

მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცი, რომელსაც 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ნაპოვნია, _ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. თეიმურაზ გიუნაშვილი ცოცხალი და უვნებელია. არსებული ინფორმაციით, თეიმურაზ გიუნაშვილს ერთ-ერთ სასტუმროში მიაგნეს. როგორც ცნობილია, სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს. თუ რას უკავშირდება მისი გაუჩინარება, ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. შსს თანამშრომლები ამ წუთებში გარდაბნის პოლიციაში კითხავენ გიუნაშვილის ოჯახის წევრებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია