ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

დარსალიას საზმაუში არსებულ “შავი სიებში” მოხვედრილთა გვარებს ასაჯაროებს


დარსალიას საზმაუში არსებულ “შავი სიებში” მოხვედრილთა გვარებს ასაჯაროებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი, ჟურნალისტი იმედა დარსალია, რომელიც გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანობიდან გათავისუფლების შემდეგ „შავ სიებზე“ ალაპარაკდა, დღეს ამ სიას ასაჯაროებს, _ იუწყება publika.ge. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მან წაიკითხა იმ ადამიანების სახელები, რომლებიც, მისი მტკიცებით, შეყვანილები იყვნენ „შავ სიაში“. „ეს არის ერთი კონკრეტული ჟურნალისტისთვის გაკეთებული შავი სია, საერთაშორისო ექსპერტების შავი სია. რონდელის ფონდის ექსპერტების უმრავლესობა, განსაკუთრებით, ზურაბ ბატიაშვილი, რომელიც სრულიად უპარტიოა, კლასიკური ანალიტიკოსია და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; ალექსი პეტრიაშვილი; თინა ხიდაშელი; ლაშა ბაქრაძე – ისტორიულ, ძირითადად, საბჭოთა კავშირზე გაკეთებულ სიუჟეტებზე ; ბოლო თვეებში დაბლოკილი იყო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და უმაღლესი დონის ყოფილი დიპლომატი ეკა აკობია; კავკასიოლოგი, თსუ-ის პროფესორი, არაპარტიული – ლელა ჯეჯელავა; დაბლოკილია ატლანტიკური საბჭოს ქართული წარმომადგენლობა; ბათუ ქუთელია ორჯერ ჩაწერა ჟურნალისტმა რუსულ პროპაგანდაზე და ორივეჯერ შენიშვნა მიიღო; რაც შეეხება თემებს ამ ჟურნალისტის შემთხვევაში, რომელიც საერთაშორისო თემებზე მუშაობს, უშუალოდ დაიბლოკა საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე სიუჟეტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა გუნდში; დაიბლოკა ბელორუსიის აქციები ანალიტიკურ ჭრილში – არხის მენეჯმენტს არ უნდოდა, ლუკაშენკას რეჟიმისადმი რეპორტაჟი კრიტიკული ყოფილიყო, რაც არის კატასტროფა. ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა და პარალელი გაავლო ამერიკასთან – როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, ისე რუსეთზე, ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია – ვციტირებ. ეს ერთი ნაწილია კონკრეტული ჟურნალისტის „შავ სიაზე“, სხვა ჟურნალისტებზე ახლა ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა იმედა დარსალიამ. მისი თქმით, 2 წლის განმავლობაში ანალიტიკურ გადაცემაში დაბლოკილი იყო პოლიტიკა, რომელიც „დიდი მცდელობის“ შემდეგ დაბრუნდა. საზოგადეობრივი მაუწყებლის ჟურნალისტების სამართლებრივ ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს. ორგანიზაციის დახმარებით ჟურნალისტები მიმართვენ სახალხო დამცველს შესაძლო დისკრიმინაციის დადგენისა და შრომით საქმიანობაში ჩარევასთან დაკაშირებით.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია