ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

დემონსტრანტებმა ტელევიზიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს -არის მსხვერპლი(უცხოეთი)


დემონსტრანტებმა ტელევიზიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს -არის მსხვერპლი(უცხოეთი)

ბანგლადეშში საპროტესტო აქცია მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. CNN- ის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა ძალადობის შედეგად, რომლის დროსაც სპეცრაზმმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები ჯოხებით შეიარაღებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს სახელმწიფო ტელევიზიას, რადგან ის სამართალდამცავებმა დაიკავეს. მობილური და ინტერნეტის სერვისები შეწყდა, სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურა. უსაფრთხოების ძალები გამოიყენეს არეულობის ჩასახშობად, ხოლო უფლებადამცველი ჯგუფები ხელისუფლებას ადანაშაულებენ დემონსტრანტების წინააღმდეგ უკანონო ძალის გამოყენებაში. ინფორმაციისთვის, სტუდენტები ითხოვენ მთავრობის კვოტების სისტემის შეწყვეტას, რომელიც საჯარო სამსახურის თანამდებობების ნახევარზე მეტს იტოვებს გარკვეული ჯგუფებისთვის.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია