ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

დიდ დიღომში გზის არდათმობის გამო კაცი დაჭრეს


დიდ დიღომში გზის არდათმობის გამო კაცი დაჭრეს

დიღომში, სუპერმარკეტ "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, გზის არდათმობის გამო დაიწყო. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადას "ვივამედის" კლინიკაში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით დაიწყო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია