ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

დიმიტრი მედვედევი: „ზურაბიშვილი უნდა გადააყენო და დააპატიმრო“


დიმიტრი მედვედევი: „ზურაბიშვილი უნდა გადააყენო და დააპატიმრო“

„საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოქმედებებზე და აქციისკენ მოწოდებებზე, რათა მოხდეს სახალხო მღელვარების პროვოცირება, საკადრისი პასუხი იქნება მისი გადაყენება და დაპატიმრება“. ამის შესახებ გუშინ რუსეთის სახელმწიფო უშიშროების თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. „საქართველოს მარიონეტმა პრეზიდენტმა არ ცნო არჩევნების შედეგები და წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ, მოუწოდა რა ხალხს სახელმწიფო გადატრიალებისკენ. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი პრაქტიკაა მისი თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრება“, _ დაწერა მედვედევმა X-ზე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია