- მარტი 28, 2025
ძლიერი წვიმა, ქარი და შტორმი _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
- ივლისი 08, 2023
- , პოლიტიკა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივლისის ღამიდან 12 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. 9-12 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.