ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ძლიერი ხანძარი თბილისში- ბაზრობის ტერიტორიაზე სასაწყობე ფართები დაიწვა


ძლიერი ხანძარი თბილისში- ბაზრობის ტერიტორიაზე სასაწყობე ფართები დაიწვა

ამ დილას თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო - სამაშველო ბრიგადები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. მობილიზებულია პოლიციაც. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი კი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. მათივე ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია