ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ძლიერმა ქარმა ლანჩხუთში, სოფელ შუხუთის საჯარო სკოლა დააზიანა


ძლიერმა ქარმა ლანჩხუთში, სოფელ შუხუთის საჯარო სკოლა დააზიანა

ძლიერმა ქარმა ლანჩხუთში, სოფელ შუხუთის საჯარო სკოლა დააზიანა. ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, ქარის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც. ლანჩხუთის მერის განმარტებით, დაზიანებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. ლანჩხუთის მერიისვე ინფორმაციით, მიმდინარეობს ზარალის ოდენობის აღრიცხვა. "მერიის სამსახურის თანამშრომლები ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებიან და მიმდინარეობს ზარალის დათვლა", _ განმარტავენ მერიაში. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია