ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ძმების მკვლელობისთვის ბიძაშვილი დააკავეს _ გასროლა სანადირო თოფიდან


ძმების მკვლელობისთვის ბიძაშვილი დააკავეს _ გასროლა სანადირო თოფიდან

იმერეთის პოლიციამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ძმების მკვლელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობა ედება _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად, თავის ნათესავ ძმებს - 1984 წელს დაბადებულ ა.მ.-სა და 1985 წელს დაბადებულ ა.მ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. სამართალდამცველებმა, დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ გუშინ მკვლელობა მოხდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია