- მარტი 28, 2025
ენტონი ბლინკენი: უკრაინას სავსებით შეუძლია, რუსეთთან ომში გაიმარჯვოს
- მარტი 05, 2022
- , პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომში გაიმარჯვოს, _ ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „თუ მოსკოვი აპირებს, დაამხოს უკრაინის ხელისუფლება და მარიონეტული რეჟიმი დაამკვიდროს, 45 მილიონი უკრაინელი ამას შეეწინააღმდეგება“, - აცხადებს ბლინკენი. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, მაგრამ უკრაინელი ხალხი განსაკუთრებულ სიმტკიცეს ავლენს. ბლინკენის განცხადებით, ომი უკვე არ მიმდინარეობს ისე, როგორც ამას რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გეგმავდა.