ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმება შეაჩერა


ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის  შეთანხმება შეაჩერა

ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა გაავრცელა. "ჩვენ ვნახეთ რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში საზღვრის გადაკვეთის მნიშვნელოვანი ზრდა. ეს უსაფრთხოების რისკის შემცველი ხდება. ამიტომ, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შევთანხმდით რუსეთის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრულად შეჩერებაზე," - წერს ჯოზეფ ბორელი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია