ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება


ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

სტრასბურგში საქართველოს საკითხზე დღეს კიდევ ერთი დებატები გაიმართება. საქართველოს საკითხზე დებატების ჩატარება ევროპარლამენტში რასა იუკნევიჩიანემ მოითხოვა. ევროპარლამენტში მიიწვიეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. როდის იქნება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვა, ჯერ უცნობია. მეცოლა ევროპარლამენტის სახელით ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ კატეგორიულად გმობენ, რეპრესიებსა და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია