ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

„გავიგოთ მეტი შეზღუდულ შესაძლებლობებზე“ _ გონებრივი ჩამორჩენილობა


„გავიგოთ მეტი შეზღუდულ შესაძლებლობებზე“ _ გონებრივი ჩამორჩენილობა

ორგანიზაცია“ ქალები ქალებისთვის“ გთავაზობთ მორიგ სტატიას რუბრიკიდან „გავიგოთ მეტი შეზღუდულ შესაძლებლობებზე“. ამჯერად ვისაუბრებთ გონებრივი განვითარების დარღვევაზე გონებრივი ჩამორჩენილობა - ფსიქიკური განვითარების დარღვევის ფორმაა, აღნიშნული მდგომარეობა ვლინდება ადრეულ ასაკში და მთელი ცხოვრების განმავლობაში ახდენს გავლენას ბავშვის ფსიქიკური განვითარების და ჩვევების ჩამოყალიბებაზე. გონებრივი ჩამორჩენილობა ხასიათდება ინტელექტუალური და ადაპტაციური უნარების დარღვევით შემდეგ სფეროებში. კომუნიკაცია; თვითმომსახურება; დასვენება; საოჯახო საქმიანობა; სოციალური ჩვევები. გამოყოფენ გონებრივი ჩამორჩენილობის ოთხ ხარისხი, რომელსაც განსაზღვრავს ინტელექტის კოეფიციენტი ანუ IQ, ტესტში მიღებული ქულების მიხედვით: 50-69 ქულა - მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, 36-49 ქულა - საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობა, 20-39 ქულა - მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა, 20-ზენაკლები ქულა- ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა. ინტელექტის განვითარება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის მემკვიდრეობასა და გარემოზე. ცნობილია, რომ ორსულობის დროს ზოგიერთმა არასასურველმა გარემოებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ბავშვის გონებრივი განვითარების დარღვევას. მაგ: ალკოჰოლის მოხმარება, ზოგიერთი წამლის მიღება, სხივური თერაპია, არაჯანსაღი კვება, ზოგიერთი ვირუსული ინფექცია, (მაგ. წითურა) უნდა აღინიშნოს, რომ გონებრივი განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვების დამოკიდებულება მათ მიმართ. ისინი ძალიან მწვავედ რეაგირებენ თუ ვერ გრძნობენ საკუთარი თავის მიმართ სითბოს, სიყვარულს და კეთილგანწყობას. გონებრივ ჩამორჩენილობას ახასიათებს: აზროვნების სპეციფიურობა; სწავლის ნელი ტემპი; ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა; მეტყველების განვითარების დარღვევა; მოტორული პრობლემები; სოციალური ადაპტაციის პრობლემები; ემოციური მოუმწიფებლობა. მნიშვნელოვანია ის, რომ გონებრივი განვითარების დარღვევის მქონე ბავშვების სწავლება და რეაბილიტაცია შესაძლებელია. ამისათვის აუცილებელია მშობლის აქტიური ჩართულობა ექიმებთან, პედაგოგებთან და ფსიქოლოგებთან. გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხის მიხედვით, ადამიანს შეუძლია დაეუფლოს პროფესიას, ხელობას და იმუშაოს ზედამხედველობის ქვეშ ან მის გარეშეც.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია