- მარტი 28, 2025
გემის დაჯახების შედეგად ხიდი დაინგრა – რა კადრები ვრცელდება
- მარტი 26, 2024
- , პოლიტიკა
სატვირთო გემის დაჯახების შედეგად ბალტიმორში ხიდი მთლიანად დაინგრა. ბალტიმორის სახანძრო დეპარტამენტის საკომუნიკაციო სამსახურის დირექტორმა BBC-ის განუცხადა, რომ შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი და რამდენიმე მანქანა მდინარეში ჩავარდა. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე უწყების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის უცნობია არის თუ არა მსხვერპლი.