ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

გემშვიდობებით და გმადლობთ, მოძღვარო! _ ჩოხატაურის რესურსცენტრი


გემშვიდობებით და გმადლობთ, მოძღვარო! _ ჩოხატაურის რესურსცენტრი

ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი სოციალურ ქსელში ჩოხატაურელი მოძღვრის, მამა თომას (სიხარულიძე) გამოსათხოვარ ტექსტს აქვეყნებს. ,,ცოდნა წიგნიდან მოდის და ნათელი ღვთისგანო", _ გვასწავლიდა. მამა თომამ თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ჩვენი რაიონის არაერთი სკოლის მოსწავლის გულში დაანთო ადამიანური ღირებულებებით ნასაზრდოები ცოდნის ლამპარი. მისი ღვაწლი სანთელ-საკმევლად წარუძღვება ჩვენს მოსწავლეებს, პედაგოგებს, თანამოქალაქეებს განათლებისა და განვითარების ძიების გზაზე. გემშვიდობებით და გმადლობთ, მოძღვარო! შეგახსენებთ, რომ დეკანოზი თომა (სიხარულიძე) 21 ივნისს ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია