- მარტი 28, 2025
გერმანიაში 4 ქართველი დააკავეს – რას წერს ადგილობრივი მედია
- ივნისი 07, 2023
- , პოლიტიკა
გერმანიაში 4 ქართველი დააკავეს - მათ ბინადრობის უფლება არ ჰქონდათ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გერმანული გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოქალაქეები ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე იყვნენ დასაქმებულები. "ოთხი ქართველი სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. მათ არ გააჩნდათ ბინადრობის საჭირო ნებართვა, რომელიც დასაქმების საშუალებას მისცემდა", - წერს მედია. ქართველების წინააღმდეგ გამოძიება უკანონო ბინადრობის/უკანონო დასაქმების ბრალდებით დაიწყო. წყარო: TV25