- მარტი 28, 2025
გიორგი გახარია: როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, შემდგომი არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას
- ოქტომბერი 08, 2019
- , პოლიტიკა
ეს არის ჩემი პრინციპი და ამ პრინციპით ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას. ჩათვალეთ, რომ არჩევნებისთვის დღესაც ვემზადები, გუშინაც ვემზადებოდი და ხვალისთვისაც მოვემზადები, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა კავშირს ვანო ზარდიაშვილის მანდატის დატოვებასა და მომავალ არჩევნებს შორის. „ამ ფაქტის არჩევნებთან კავშირს არ ვადასტურებ. მეორე, როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, შემდგომი არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ვანო ზარდიაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტსა და დეპუტატის მანდატს ტოვებს.