- მარტი 28, 2025
გიორგი ურუშაძე ჭადრაკში ორგზის საქართველოს ჩემპიონს შეხვდა
- ივლისი 10, 2024
- , პოლიტიკა
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, კომპანია ,,ბახვი ჰესი”-ს დირექტორთან გიორგი აბრამიშვილთან ერთად, ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონს, ლაზარე ჩხარტიშვილს შეხვდნენ. გურიის საჭადრაკო ისტორიაში პირველად, ლაზარე ჩხარტიშვილმა შეძლო საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ჩემპიონს კომპანია ,,ბახვი ჰესმა” საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.