ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ერთადერთი გადარჩენილი პარაპლანისტი საავადმყოფოდან გაეწერა


გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ერთადერთი გადარჩენილი პარაპლანისტი საავადმყოფოდან გაეწერა

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ერთადერთი გადარჩენილი პარაპლანის პილოტი თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. ამის შესახებ „ფორტუნას“ ინფორმაცია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა დაუდასტურა. 29 ივლისს გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა. ერთადერთი გადარჩენილი პარაპლანის პილოტი მრავლობითი დაზიანებებით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. მისი დაზიანებები მრავლობითი იყო – მოტეხილობები, ნაფლეთი ჭრილობები და ტვინის შერყევა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია