- მარტი 28, 2025
ჰამასის ინფორმაციით, გასულ ღამეს ღაზაში, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა
- ოქტომბერი 11, 2023
- , პოლიტიკა
ჰამასის ინფორმაციით, გასულ ღამეს, ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა. ისრაელში ამბობენ, რომ ღამით 200 სამიზნე ობიექტზე მიიტანეს შეტევა. BBC-ის ინფორმაციით, აშშ, ისრაელი და ეგვიპტე განიხილავენ ღაზის მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნის საკითხს. "ამ საკითხზე ვართ ფოკუსირებული, კონსულტაციები მიმდინარეობს," - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა. ღაზის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შაბათის შემდეგ ისრაელის ავიადარტყმებს სულ მცირე 900 ადამიანი ემსხვერპლა, 4600-ზე მეტი კი დაშავდა.