ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

იაპონიაში, ვულკანის ამოფრქვევის გამო, განგაშის მე-3 დონე გამოაცხადეს


იაპონიაში, ვულკანის ამოფრქვევის გამო, განგაშის მე-3 დონე გამოაცხადეს

იაპონიაში კუნძულ კიუსიუზე ვულკანი ასო ამოიფრქვა, - ინფორმაციას Reuters-ი იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, ვულკანური ფერფლი ჰაერში 3 500 მეტრ სიმაღლეზე აიჭრა. მსხვერპლის ან ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, ცნობილია, რომ მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ვულკანის გამო განგაშის მე-3 დონე გამოაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, მთას არ მიუახლოვდნენ. მთა ასოზე ვულკანის ამოფრქვევა ბოლოს 2019 წელს მოხდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა არ დაღუპულა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია