ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ილვესი კობახიძეს _ ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს


ილვესი კობახიძეს _ ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს

"ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს", _ ასე მიმართა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, თომას ჰენდრიკ ილვესმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. ამ განცხადებით ილვესი კარლ ბილდტზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება: "როცა ორმოში ხარ, შეწყვიტეთ თხრა. როცა ასე ღრმად ხარ, უბრალოდ გააგრძელე ჩინეთამდე. ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს", - წერს ილვესი. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივნისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს, "ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან". მეორე დღეს ამავე შინაარსის განცხადებები ირაკლი კობახიძემ გაიმეორა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია