ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

იმუნიზაციის მარათონი გურიაში : „ოზურგეთში ჯერ არ დაიწყება“


იმუნიზაციის მარათონი  გურიაში : „ოზურგეთში ჯერ არ დაიწყება“

„საყოველთაო აცრა ყველგან, ყველა სოფელში,“ „ სოფელი სოფელს გაეჯიბრება“, „ დავიცვათ ერთმანეთი!“ _ ასეთი მოწოდებით იწყება იმუნიზაციის მარათონი, ვაქცინაციის პროცესი საქართველოს ყველა რეგიონში. იმუნიზაციის მარათონში ჩაებმება გურიის ორი მუნიციპალიტეტი, ლანჩხუთი და ჩოხატაური. _რაც შეეხება ოზურგეთს, აქ ჯერ მერის არჩევნებია ჩასატარებელი. ხელმძღვანელობამ ასეთ მარათონში გარკვეული დახმარება უნდა გაუწიოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. ამიტომ იმუნიზაციის მარათონი ოზურგეთში კერ არ დაიწყება და ეს მოხდება არჩევნების შემდეგ, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ. მისივე თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტურია, პროცესი არჩევნების შემდეგ დაიწყება. _ეს არ უკავშირდება პოლიტიკას, უბრალოდ, ჯანდაცვის ცენტრი და მერია ამ პროცესში უნდა მოქმედებდნენ კოორდინირებულად, ურთიერთთანადგომით, - გვითხრა მან. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია