- მარტი 28, 2025
ინფიცირების ახალი შემთხვევები ოზურგეთში
- ივლისი 09, 2021
- , პოლიტიკა
ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 4425 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4344 ადამიანი, გარდაცვლილია 64. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 17 შემთხვევა.