- მარტი 28, 2025
კალანდა გურიაში _ შემოქმედს შალვა პაპუაშვილი ესტუმრება, შესაძლოა, მიხეილ ყაველაშვილიც
- იანვარი 13, 2025
- , პოლიტიკა
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში კალანდა აღინიშნება. სადღესასწაულო ღონისძიებები 17:00 დაიწყება და ჯგუფ " რეგიონის" კონცერტით დასრულდება. როგორც “გურია ნიუსისთვის” არის ცნობილი ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რამდენიმე პარლამენტარი დაესწრება _ ინფორმაცია “გურია ნიუსს” “ქართული ოცნების” პრესსამსახურში დაუდასტურეს. ამ დრომდე დაუდასტურებულია ინფორმაცია მიხეილ ყაველაშვილის ჩამოსვლაზე.