ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

კიევში ქართველი მებრძოლი გულის შეტევით დაიღუპა


კიევში ქართველი მებრძოლი გულის შეტევით დაიღუპა

უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. ალექსანდრე ხუსკივაძე უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა, მათ შორის ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიცაა იზიუმი, სოლედარი და ბახმუტი. 33 წლის სამხედრო კიევში გულის შეტევით გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გადმოასვენებენ მას სამშობლოში. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულ სამხედრო აგრესიას 53 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია