- მარტი 28, 2025
ყირიმის ელექტროსადგური უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის სამიზნე გახდა
- ოქტომბერი 27, 2022
- , პოლიტიკა
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში თბოელექტროსადგური ,,ბალაკავა“ ხუთშაბათს დილით თვითმფრინავის თავდასხმის სამიზნე გახდა, _ ამის შესახებ დაწერა რუსეთის მიერ დანიშნულმა სევასტოპოლის გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა, Telegram არხზე - იუწყება CNN. ”უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა ბალაკლავსკაიას თბოსადგურს. ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთ ტრანსფორმატორს, რომელიც ტექნიკურ რეჟიმში იყო და არ მუშაობდა. იმ დროს, როცა სადგურზე საგანგებო სიტუაციების სამსახური მივიდა, ხანძარი აღარ ყოფილა. თბოელექტროსადგურის თანამშრომლები ხანძარს სწრაფად გაუმკლავდნენ", - ამბობს მიხაილ რაზვოჟაევი. მისი ინფორმაციით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ტრანსფორმატორს მინიმალური ზიანი მიადგა. ასევე მან დასძინა, რომ ელექტროენერგიის მიწოდება მთავარ ქალაქ სევასტოპოლსა და მთლიანად ყირიმის ნახევარკუნძულზე არ გათიშულა. [simple-author-box]