- მარტი 28, 2025
კონკურსის „ჩემი ლადო ასათიანი“ გამარჯვებული ერკეთის სკოლის მოსწავლე გახდა
- თებერვალი 21, 2024
- , პოლიტიკა
მწერალთა სახლმა კონკურსის „ჩემი ლადო ასათიანი“ გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჩაეწერათ მოკლე ვიდეო, სადაც ლადო ასათიანის მათთვის სასურველ ლექსს წაიკითხავდნენ. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ უფროსკლასელებსა (IX-XII კლასები) და სტუდენტებს. კონკურსის დასრულების შემდეგ, მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა 3 გამარჯვებული: I ადგილი − გოჩა ნადირაძე, მეღვრეკისის საჯარო სკოლა; II ადგილი − ანი მეგრელიძე, ერკეთის საჯარო სკოლა; III ადგილი − ნარმინ მამედოვა, აკაურთის საჯარო სკოლა. მწერალთა სახლის სპეციალურ პრიზებს (მწერალთა სახლის მიერ საგანგებოდ შერჩეულ წიგნების ნაკრებს) მიიღებენ: მარიამ წიკლაური − თბილისის 198-ე საჯარო სკოლა; მარიამ ფარასტაევი − გორის მე-7 საჯარო სკოლა. კონკურსის გამარჯვებული მიიღებს წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ 100-ლარიან ვაუჩერს; II ადგილის მფლობელი − 70-ლარიან ვაუჩერს; III ადგილის მფლობელი − 50-ლარიან ვაუჩერს. ვიდეოები გამოქვეყნდება მწერალთა სახლის ციფრულ არხებზე. მწერალთა სახლი ულოცავს გამარჯვებულებს და უსურვებს წარმატებას!