- მარტი 28, 2025
კორონავირუსი კიდევ 1 საბავშვო ბაღში დაფიქსირდა- ვითარება ოზურგეთში
- ნოემბერი 25, 2021
- , პოლიტიკა
ოზურგეთში კოვიდინფიცირების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, კოვიდინფიცირება დაფიქსირდა ოზურგეთის მეოთხე საბავშვო ბაღშიც, რის გამოც 1 ჯგუფი დაიხურა. სულ კი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ოზურგეთი დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 9889 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8889 პაციენტი, გარდაცვლილია 83.