- მარტი 28, 2025
კულინარია და ადამიანის ხასიათი
- ივლისი 23, 2024
- , პოლიტიკა
ვაშლი გიყვართ? - გულმოდგინე და ოდნავ ძველმოდური ხართ. მარწყვს ანიჭებთ უპირატესობას? - დახვეწილი გემოვნება გაქვთ, გიყვართ ლამაზი ნივთები. ტკბილეულობა გიყვართ? - კარგი მუსიკალური მონაცემები გაქვთ. მაგიდაზე ყოველთვის გაქვთ პრასი? - თქვენ ინტელექტუალი ბრძანდებით, შესანიშნავად გაქვთ განვითარებული ლოგიკური აზროვნება. სტაფილოსა და ისპანახზე გიჟდებით? - ნუ მიეცემით ცუდ აზრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მელანქოლიკად გადაიქცევით. ყოველდღე ამზადებთ კომბოსტოს კერძებს? - კამათისას გონიერებას იჩენთ, მაგრამ არასოდეს გასცემთ ფულს სესხად და ძალიან ანგარიშიანი ხართ. ჭკუას კარგავთ კარტოფილზე? - თქვენ გაწონასწორებული ხართ და საკმაოდ კარგად ეგუებით სხვის აზრს. სიამოვნებით მიირთმევთ პომიდორს? - შვილები და ოჯახი თქვენი ცხოვრების აზრს წარმოადგენენ. ბადრიჯანი და ტკბილი წიწაკა გიყვართ? - ძალიან მიზანდასახული ხართ.