- მარტი 28, 2025
კვლევა – ამერიკელები და ბედნიერების ინდექსი
- ნოემბერი 29, 2023
- , პოლიტიკა
ცოტა ხნის წინ, ჩიკაგოს უნივერსიტეტის სოციოლოგიური კვლევების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომ აშშ-ის მაცხოვრებლები ბოლო 50 წლის განმავლობაში, ყველაზე უბედურად გრძნობენ თავს. კვლევის თანახმად, ზრდასრული ამერიკელების მხოლოდ 14% ფიქრობს, რომ ბედნიერია. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 31%-ს შეადგენდა. ამასთან, წელს გამოკითხულთა 23% ამბობს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში იზოლირებულად გრძნობს თავს. მკვლევარებმა 1973-დან 2023 წლამდე, ორწლიანი შუალედებით, ამერიკელთა განწყობებისა და ქცევის შესახებ არსებული კვლევები გააანალიზეს. ყოველი კვლევის მიხედვით, სულ მცირე, ამერიკელთა 29% მაინც მიიჩნევდა თავს ბედნიერად.[simple-author-box]