ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ლადო აფხაზავა ესპანეთის ქალაქ მურსიას უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა


ლადო აფხაზავა ესპანეთის ქალაქ მურსიას უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, პედაგოგი ლადო აფხაზავა ესპანეთის ქალაქ მურსიას უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. “მადლობა კეთილი სურვილებისთვის, მაგრამ ესპანეთში დასასვენებლად ნამდვილად არ წამოვსულვარ, დღეიდან ესპანეთის ქალაქ მურსიას უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი, მედიაციის კურსზე, ერასმუს პლუსის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით. მედიაცია ყოველთვის ჩემი ინტერესის სფერო იყო და ახლა უკვე პრაქტიკული ევროპული გამოცდილებით შევუდგები მომავლის პროფესიის ათვისებას. აი, რატომ ვიმყოფები აქ.“ _ წერს ლადო აფხაზავა ფეისბუქში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია