ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ლელა იმედაშვილი: „სასწავლო პროცესი დიწყო, 690 პირველკლასელი შეაბიჯებს ოზურგეთის სკოლებში“


ლელა იმედაშვილი: „სასწავლო პროცესი დიწყო, 690 პირველკლასელი შეაბიჯებს ოზურგეთის სკოლებში“

ოზურგეთის სასწავლო რესურსცენტრის უფროსი , ლელა იმედაშვილი „გურია ნიუსთან“ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს მთელი ქვეყნის მოსწავლეებს, პედაგოგებს, განსაკუთრებით კი ყველა ოზურგეთელ მოსწავლესა და მასწავლებელს. _სასწავლო პროცესი მშვიდ გარემოში დაიწყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში. წელს სულ 690 პირველკლასელი შეაბიჯებს პირველად ჩვენს სკოლებში, რომლებსაც ადგილზე , ლამაზ და მოწესრიგებულ გარემოში დახვდებათ საჩუქრები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან- პერსონალური კომპიუტერები და სახელმძღვანელოები. სახელმძღვანელოები გადაეცემათ ასევე ყველა მოსწავლეს პირველიდან მეთორმეტე კლასისი ჩათვლით, _განაცხადა მან. ლელა იმედაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ სამ სკოლას მოუწევს სხვაგან, ალტრნატიულ ფართში გადასვლა, რადგან 1 ოქტომბრიდან იწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. _ეს, ასე ვთქვათ, სასიამოვნო გადაადგილებაც არის, რადგან ხდება მაკვანეთის, ნაგომრის და ოზურგეთის მესამე საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. ამიტომ ამ სკოლების კონტიგენტი, დროებით, მეორე ცვლაში, გადაინაცვლებს სხვა სკოლებში. კერძოდ: მაკვანეთის საჯარო სკოლიდან ისწავლიან პირველ საჯარო სკოლაში, ოზურგეთის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები , მეორე ცვლაში ასევე, მეორე საჯარო სკოლაში შევლენ და ნაგომრის საჯარო სკოლა, მეორე ცვლაში , ძიმითის საჯარო სკოლაში გააგრძელბს სწავლას, _ გვითხრა მან. ლელა იმედაშვილმა მშვიდობიანი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა ყველას! _ მინდა ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცო ყველა მოსწავლეს, მათ ოჯახებს, პედაგოგებს, სკოლის ადმინისტრაციებს. წარმატება და მშვიდობა ჩვენ ! _ თქვა ქალბატონმა ლელამ. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია