- მარტი 28, 2025
ლიბიის სანაპიროსთან 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან
- ივლისი 06, 2022
- , პოლიტიკა
ლიბიის სანაპიროებთან ნავის კატასტროფის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც - ამის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და მალის მთავრობამ დაადასტურა - წერს Aljazeera. არსებული ინფორმაციით, მალის მოქალაქეები ევროპამდე მისვლას გეგმავდნენ, თუმცა ნავს პრობლემა შეექმნა და 22 ივნისის შემდეგ, ზღვაში იყვნენ გაჩერებულები. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ზოგი ადამიანი დაიხრჩო, ზოგის დაღუპვის მიზეზი კი გაუწყლოება გახდა. ნავზე სულ 83 ადამიანი იყო. გადარჩენილების ნაწილი საავადმყოფოში, ნაწილი კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. [simple-author-box]