- მარტი 28, 2025
მალავენ თუ არა კოვიდვითარების მაღალ ნიშნულს ოზურგეთის მეორე სკოლაში
- ნოემბერი 15, 2021
- , პოლიტიკა
გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთში, განსაკუთრებით, ზოგიერთ სკოლაში საკმაოდ მძიმე კოვიდვითარებაა და მალავენ. „გურია ნიუსთან “ საუბრისას, რამდენიმე მშობელი ამბობს, რომ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში საკმაოდ რთული კოვიდვითარებაა. ზოგიერთი კლასი გადაყვანილია ონლაინრეჟიმზე. _რთული მდგომარეობაა. გული გვისკდება. ბავშვები კი მიგვყავს სკოლაში, მაგრამ შიშით. ზოგი კლასი კი გადაიყვანეს ონლაინრეჟიმზე, მაგრან ეს არის საკმარისი? _ გვითხრეს მათ. ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მერე საჯარო სკოლის დირექტორს, ფატი სიორიძეს. _ეს ინფორმაცია არ შეეფერება სინამდვილეს. არანაირი რთული ვითარება არ არის. პირიქით, სამი კლასი, სადაც იყო შემთხვევები, ეს არის ორი - „ა“ და „ბ“ კლასები და მეოთხე კლასი, გადაყვანილია ონლაინ რეჟიმზე. ის ბავშვებიც კი, ვის ბებიას, ბაბუას ან ვინმეს აღმოაჩნდა კოვიდი, იმყოფებიან სახლში. სკოლაში ნორმალური ვითარებაა. კოვიდსიტუაცია კონტროლდება, - გვითხრა ქალბატონმა ფატიმ. [sexy_author_bio]