ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მამაკაცი შშმ პირზე სექსუალურად ძალადობდა


მამაკაცი შშმ პირზე სექსუალურად ძალადობდა

მამაკაცი შშმ პირზე სექსუალურად ძალადობდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაბანის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე მამაკაცი 30 წლამდე ქალზე სექსუალური ხასიათის გარყვნილ ქმედებას სისტემატიურად ახორციელებდა. "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ აღნიშნული პირი დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138 მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით 15-დან 20 წლამდე ისჯება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია