ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა


მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში ხმაური იყო. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთი მოქალაქე მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ადგილიდან გაიყვანეს. გარდა ამისა, ისინი ატოვებინებენ მოქალაქეებს შენობას. პარალელურად საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება. ამასთან, სასამართლოს ეზოში პოლიციაა მობილიზებული. სასამართლოს ეზოში ასევე იმყოფებიან მათე დევიძის მხარდამჭერები.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია