- მარტი 28, 2025
მარიუპოლში ოკუპანტებმა პარტია ერთიანი რუსეთის შტაბ-ბინა გახსნეს
- მარტი 25, 2022
- , პოლიტიკა
მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა პარტია ერთიანი რუსეთის შტაბ-ბინა გახსნეს. ოფისისთვის მათ სავაჭრო ცენტრ მეტროს შენობა აარჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას unian მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. "ქალაქში დარჩენილი მარიუპოლელების ინფორმაციით, შტაბ-ბინაში ანაწილებენ პარტიულ გაზეთებს, რომლებიც პრორუსულ კამპანიას ეწევიან. ასევე, ოკუპანტები გასცემენ მობილური ოპერატორის, ფენიქსის ბარათებს, რომელიც დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს". - წერია განცხადებაში. ოკუპანტები თავიანთ შტაბს ჰუმანიტარულს უწოდებენ.