- მარტი 28, 2025
მასობრივი სროლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)
- სექტემბერი 28, 2024
- , პოლიტიკა
მასობრივი სროლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სამხრეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ კეიპის ქალაქ ლუსიკისიკში მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პოლიციის განცხადებით, თავდასხმა 2 სხვადასხვა სახლში მოხდა. პირველ სახლში 12 ქალი და ერთი მამაკაცი დაიღუპა, მეორეში კი 3 ქალი და ერთი მამაკაცი. სროლის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა, რომელიც კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.