ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მელანი ჯოლი: კანადა საქართველოში თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს სანქციებს დაუწესებს


მელანი ჯოლი: კანადა საქართველოში თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს სანქციებს დაუწესებს

საქართველოში თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს სანქციებს დავუწესებთ და ამას რა თქმა უნდა, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან თანამშრომლობით გავაკეთებთ, - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, დაუწესებს თუ არა კანადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებს. „ამ შეკითხვას გუშინ ვუპასუხე, რიგაში, სადაც „3+1“ შეხვედრას ვესწრებოდი. მე ვთქვი, რომ ნამდვილად დავუწესებდი სანქციებს თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს საქართველოში და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან მუშაობით გავაკეთებთ“, - აღნიშნა მელანი ჯოლიმ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია