ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მეთიუს პრობლემები


მეთიუს პრობლემები

მშობლების გამო არ ულხენს ცნობილ ამერიკელ მსახიობ მეთიუ მაკკონაჰის. ცოტა ხნის წინ მისმა დედამ, ქეით მაკკონაჰიმ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, სადაც მკითხველებს მრავალი საინტერესო რამ მოუთხრო. თურმე მსახიობის მამა, ბატონი ჯიმი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მეუღლესთან ცოლ-ქმრულ მოვალეობას ასრულებდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ როდესაც ექიმებმა ჯიმის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს, ცოლის დაჟინებული თხოვნით, სახლიდან იმ სახით წაიყვანეს რომელშიც აღესრულა, ანუ სრულიად შიშველი. რასაკვირველია მეთიუსათვის დედის მემუარები სასიამოვნო წასაკითხი ვერ იქნებოდა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია