ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მიწის მასა ჩამოიშალა- მოძრაობა დროებით შეზღუდულია


მიწის მასა ჩამოიშალა- მოძრაობა დროებით შეზღუდულია

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სადაც კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, უხვი ნალექის გამო მიწის მასა ჩამოიშალა. "შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს 18:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით",_ ამბობენ თბილისის მერიაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია