- მარტი 28, 2025
მკვლელობა დიდ დიღომში _ მოკლული ქალია
- ოქტომბერი 08, 2022
- , პოლიტიკა
თბილისში, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქალი მოკლეს. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობითვე, დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს, ჯერჯერობით, დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.