ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მოღალატე ჰოლივუდელები


მოღალატე ჰოლივუდელები

ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი - პიტმა ენისტონს ანჯელინა ჯოლისთან უღალატა. ჰიუ გრანტი და ელიზაბეტ ჰერლი - 2000 წელს ჟურნალისტებმა ჰიუ გრანტი მეძავთან ერთად საკუთარი ავტომობილის სალონში გამოიჭირეს ჟურნალისტებმა. ჰაიდი კლუმი და სილი - 2012 წელს სილმა ინტერვიუში ახსენა, რომ ჰაიდიმ მას დაცვის წევრთან უღალატა, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ დაქორწინებულები იყვნენ. არნოლდ შვარცნეგერი და მარია შრაივერი - შრაივერმა ქმრის ღალატის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც ყოფილმა მოახლემ უთხრა, რომ მისი ქმრისგან შვილი ჰყავდა. კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი - „ბინდის“ საგას ვარსკვლავებს თაყვანისმცემლების არმია ჰყავდათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სტიუარტი პატინსონს უღალატებდა, მით უმეტეს კი შედარებით უფროს, ცოლიან მამაკაცთან. ჯუდ ლოუ და სიენა მილერი - 2004 წელს ლოუმ სიენას ძიძასთან უღალატა, რომელიც მის 3 შვილს უვლიდა პირველი ქორწინებიდან. ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი - თინეიჯერების კერპების ურთიერთობა სიურპრიზებით იყო სავსე, ისინი ხან შორდებოდნენ, ხან ისევ ურიგდებოდნენ ერთმანეთს. ურთიერთობის დროს კი ბიბერს ბევრჯერ უღალატია გომესისთვის. ჯეკ ნიკოლსონი და ანჟელიკა ჰიუსტონი - წყვილი ერთმანეთს 1973 წლიდან 17 წლის განმავლობაში ხვდებოდა. როგორც ნიკოლსონმა დაწერა თავის მემუარებში, მთელი ამ დროის განმავლობაში ქალს გამუდმებით ღალატობდა. სანდრა ბალოკი და ჯესი ჯეიმსი - მამაკაცი სანდრას მთელი ქორწინების განმავლობაში ღალატობდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია