- მარტი 28, 2025
„მოსკოვისთვის“, „კრემლისთვის“ _ რუსებმა ოდესაში გაუშვეს „კამიკაძე“ დრონები წარწერებით
- მაისი 04, 2023
- , პოლიტიკა
დილის 6 საათამდე კიევში და უკრაინის რიგ რეგიონებში, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში. დედაქალაქში განგაში 3,5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. უკრაინის სამხრეთის სარდლობის ცნობით, თავდაცვის ძალებმა ოდესაში 15-დან 12 "შაჰედის" დრონი ჩამოაგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების საერთო საცხოვრებელს 3 დრონი შეეჯახა. დარტყმის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებულები არ ყოფილან. სამხრეთის სარდლობა ამბობს, რომ დრონებზე, რომლებიც ჩამოაგდეს ეწერა "მოსკოვისთვის".