- მარტი 28, 2025
ნიდერლანდებში ხორცის რეკლამას აკრძალავენ
- ნოემბერი 29, 2022
- , პოლიტიკა
ცნობილი გახდა რომ მომავალი წლიდან, ნიდერლანდებში, ქალაქ ჰაარლემის მთავრობა საჯარო სივრცეებში ხორცის ყველანაირი რეკლამის აკრძალვას გეგმავს. ინიციატივის ავტორი მწვანეთა პარტია „GroenLinks“-ია. აკრძალვის საჭიროებას ისინი კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ - გაეროს მონაცემებით, საქონელზე ადამიანის საქმიანობით გამოწვეული სათბური გაზის 14% მოდის. ხორცის მწარმოებლები და მემარჯვენეები ინიციატივას აკრიტიკებენ. მათ მიაჩნიათ, რომ აკრძალვა „წარმოების თავისუფლების მიუღებელი შეზღუდვა“ იქება. ხორცს ნიდერლანდების მოსახლეობის 95% ჭამს, თუმცა ის ნახევარზე მეტის ყოველდღიურ რაციონში არ შედის. [simple-author-box]