- მარტი 28, 2025
ოჯახის სიწმინდის დღე – როდის და საიდან დაიწყება მსვლელობა გურიაში
- მაისი 17, 2024
- , პოლიტიკა
დღეს, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ჩოხატაურში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში მსვლელობა გაიმართება. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შეკრების დრო და ადგილებია: ჩოხატაურში,წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარი, 12 საათი, ასევე ოზურგეთშიც 12 საათი - საკათედრო ტაძარი, ლანჩხუთშიც, 12 საათი- საკათედრო ტაძარი. როგორც ცნობილია, საკათედრო ტაძრებში ჯერ აღევლინება პარაკლისი, შემდეგ კი მსვლელობა დაიწყება.