- მარტი 28, 2025
ოკუპირებულ სოხუმში დე ფაქტო მთავრობის გადადგომას ითხოვენ
- მაისი 30, 2023
- , პოლიტიკა
ოკუპირებულ სოხუმში დე ფაქტო მთავრობის გადადგომას ითხოვენ. საპროტესტო აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ორგანიზებით ტარდება. დემონსტრანტები დე ფაქტო ხელისუფლების გადადგომას იმ არგუმენტით ითხოვენ, რომ მთავრობა ასხვისებს აფხაზეთის საუკეთესო მიწებს, დგამს ანტისახელმწიფოებრივ და დამღუპველ ნაბიჯებს. დე ფაქტო მთავრობის შენობებთან დაცვის სამსახურები და პოლიციაა მობილიზებული. ტერიტორიებზე მოწყობილია დამცავი კონსტრუქციები და ჯებირები. წყარო: რუსთავი2